მიგი® საბავშვო
-
მედიკამენტები ბავშვებისთვის
-
ტკივილისა და ცხელების სწრაფი რეგულირება
-
ხელმისაწვდომია ორი კონცენტრაციით
-
მარტივი გამოყენება
-
ინფორმაცია პაციენტისთვის
სერვისები
გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებში ტკივილი ხშირად თან ახლავს ცხელებას. მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ბავშვებში საჭიროა ცხელების მართვა და ტკივილის შემსუბუქება
medikamentebi bavSvebisTvis
ბავშვებს არ უნდა აწუხებდეთ ცხელება და ტკივილი იმაზე უფრო დიდხანს, ვიდრე ეს აუცილებელია. მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებებს ბავშვებში ცხელების შემცირებისა და ტკივილის შესამსუბუქებლად, ხელმისაწვდომია აფთიაქებში. ისინი შეიქმნა ბავშვებში გამოსაყენებლად, მათ დამხმარედ სხვადასხვა ავადმყოფური მდგომარეობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მნიშვნელოვანი შერჩევის კრიტერიუმებია: ეფექტიანი, სწრაფი და ხანგრძლივი მოქმედება, მარტივი გამოყენება, ზუსტი დოზირება და კარგი ასატანობა.
ტკივილისა და ცხელების სწრაფი რეგულირება
ბავშვებს უყვართ მარწყვის არომატი!
tkivilis da cxelebis swrafi regulireba
მიგი® საბავშვო: მედიკამენტია, რომელიც მართავს ბავშვებში ცხელებას და ტკივილს.
დამტკიცებულია, რომ მიგი® საბავშვოს აქტიური ნივთიერება, იბუპროფენი, ეფექტიანად ებრძვის ცხელებას და ტკივილს. იბუპროფენი სწრაფად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში აქვეითებს სხეულის ტემპერატურას და, ძირითადად, კარგი ასატანია.
დამატებით, იბუპროფენი ეფექტიანად ამსუბუქებს ტკივილს და გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
მიგი® საბავშვო, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერება იბუპროფენს:
- უზრუნველყოფს ტემპერატურის სწრაფ დაქვეითებას (ეფექტი იწყება დაახლოებით 15 წუთში) და გააჩნია ხანგრძლივი მოქმედება (8 საათამდე). თქვენი ბავშვი სწრაფად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში იგრძნობს თავს უკეთესად;
- ასევე, ეფექტიანია ძალიან მაღალი ტემპერატურის დროსაც;
- შესაფერისია ცხელების ფართო სპექტრისთვის და მსუბუქი/ზომიერი ტკივილისათვის;
- ზოგადად, კარგად ასატანია;
- თან ახლავს მარტივი მოწყობილობა, რომლითაც ადვილია ზუსტი დოზირება;
- აქვს მარწყვის გემო, რაც უადვილებს ბავშვებს პრეპარატის მიღებას;
ტკივილისა და ცხელების სწრაფი რეგულირება
ხელმისაწვდომია ორი განსხვავებული კონცენტრაციით ბავშვის ასაკის შესაბამისი დოზირებით
xelmisawvdomia ori koncentraciiT
მიგი® საბავშვო 2% სუსპენზია
(იბუპროფენი 100 მგ/5 მლ, 1 მლ შეიცავს 20 მგ იბუპროფენს)
ჩვილებისა და ბავშვებისათვის 6 თვის ასაკიდან (5 კგ მეტი წონით) 9 წლის ასაკამდე (29 კგ).
დოზირება
მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს, სულ მცირე, 6 საათი.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას (მაქსიმუმ 3 დღე).
მიგი® საბავშვო ფორტე 4% სუსპენზია
(იბუპროფენი 200 მგ/5 მლ, 1 მლ შეიცავს 40 მგ იბუპროფენს) ჩვილებისა და ბავშვებისათვის 1 წლის ასაკიდან. გაორმაგებული სიმძლავრე, განახევრებული მოცულობა (მიგი® საბავშვო 2% სუსპენზიასთან შედარებით)
დოზირება
ტკივილისა და ცხელების სწრაფი რეგულირება
martivi gamoyeneba
მიგი® საბავშვო-ს დოზირება და გამოყენება მარტივია. ზუსტი დოზირებისთვის შეფუთვაში მოთავსებულია შპრიცი სუსპენზიის პერორალურად მისაღებად.
გამოყენების წესი
მიგი® საბავშვო-ს დოზირება და გამოყენება მარტივია.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ბოთლი.
ბოთლის გასახსნელად დააჭირეთ თავსახურს და დაატრიალეთ ისრებით მითითებული მიმართულებით.
ჩასვით ნახვრეტში სუსპენზიის პერორალურად შესაყვანი შპრიცი, ადგილზე დააფიქსირეთ, გადააბრუნეთ ბოთლი და ფრთხილად ჩამოწიეთ შპრიცის დგუში საჭირო ნიშნულამდე.
გადააბრუნეთ ბოთლი ძირით ქვემოთ და ფრთხილად ამოიღეთ შპრიცი დატრიალებით.
სიროფის შესაყვანად მოათავსეთ შპრიცის თავი ბავშვის პირში და ნელა დააჭირეთ დგუშს შპრიცის კორპუსის მიმართულებით. პრეპარატი შეიყვანეთ ბავშვის ყლაპვის სიხშირის მიხედვით.გამოყენების შემდეგ თავი დაახურეთ ბოთლს. ამოიღეთ დგუში შპრიცის კორპუსიდან, გარეცხეთ თბილი წყლით და გააშრეთ.
შეინახეთ შპრიცი სუსპენზიის პერორალური შეყვანისთვის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
1.
გამოყენებუს წინ შეანჯღრიეთ ფლაკონის შიგთავსი.
2.
ფლაკონის გასახსნელად დააჭირეთ თავსახურს და დაატრიალეთ ისრებიბით მითითებული მიმართულებით.
3.
ჩასვით ნახვერტში სუსპენზიის პერორალური შეყვანის შპრიცი. შპრიცის ადგილზე დაფიქსირებით გადააბრუნეთ ფლაკონი ძირით ზემოთ და ფრთხილად ჩამოწიეთ დგუში საჭირო ნიშნულამდე.
4.
გადააბრუნეთ ფლაკონი ძირით ქვემოთ და ფრთხილად ამოიღეთ შპრიცი დატრიალებით.
მიგი® საბავშვო 20 მგ/მლ ჩამოტვირთვა
მიგი® საბავშვო ფორტე 40 მგ/მლ ჩამოტვირთვა
ტკივილისა და ცხელების სწრაფი რეგულირება
informacia pacientisTvis
მიგი® საბავშვო 20მგ/მლ იბუპროფენი. აქტიური ნივთიერება: იბუპროფენი. შემადგენლობა: შიგნით მისაღები სუსპენზია. სუსპენზიის თითოეული მლ შეიცავს 20 მგ იბუპროფენს. თერაპიული ჩვენება: ცხელებისა და მსუბუქი ან ზომიერი ტკივილის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობა. გამოიყენება 5 კგ-ზე მეტი (6 თვის ასაკიდან) და 29 კგ-მდე (9 წლის ასაკამდე) სხეულის მასის მქონე ბავშვებში. სიფრთხილე პრეპარატის მიღებისას: ეს ფარმაცევტული პროდუქტი შეიცავს თხევად მალტიტოლს და 3.7 მგ ნატრიუმს თითოეულ მილილიტრზე. არ მისცეთ ბავშვებს მიგი® საბავშვო სამ დღეზე მეტი დროის განმავლობაში ექიმთან ან სტომატოლოგთან კონსულტაციის გარეშე. ყოველთვის წაიკითხეთ ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისთვის. რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ წაიკითხეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია ან დაეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბერლინ-ჰემი, 12489 ბერლინი
მიგი® საბავშვო 40მგ/მლ იბუპროფენი. აქტიური ნივთიერება: იბუპროფენი. შემადგენლობა: შიგნით მისაღები სუსპენზია, სუსპენზიის თითოეული მლ შეიცავს 40 მგ იბუპროფენს. თერაპიული ჩვენება: ცხელებისა და მსუბუქი ან საშუალო სიძლიერის ტკივილის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობა. გამოიყენება ბავშვებში სხეულის მასის 10 კილოგრამიდან (1 წლის ასაკიდან), მოზარდებსა და მოზრდილებში. სიფრთხილე პრეპარატის მიღებისას: ეს ფარმაცევტული პროდუქტი შეიცავს თხევად მალტიტოლს და 57.9 მგ ნატრიუმს თითოეულ მილილიტრზე. არ მისცეთ ბავშვებს მიგი® საბავშვო ფორტე სამ დღეზე მეტი დროის განმავლობაში ექიმთან ან სტომატოლოგთან კონსულტაციის გარეშე. ყოველთვის წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი. რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელში ან დაეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბერლინ-ჰემი, 12489 ბერლინი
ჩამოტვირთე გამოყენების ინსტრუქცია (PDF)
მიგი® საბავშვო 20 მგ/მლ ჩამოტვირთვა
მიგი® საბავშვო ფორტე 40 მგ/მლ ჩამოტვირთვა
ტკივილისა და ცხელების სწრაფი რეგულირება