ხშირი მიზეზები
-
ტკივილის და ცხელების ხშირი მიზეზი
-
ყურის ტკივილი
-
ვაქცინაცია
სერვისები
tkivilis da cxelebis xSiri mizezi
ბავშვებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დიდი ნაწილი იწვევს ტემპერატურის მატებას/ცხელებას და ტკივილს. ამაში შედის სეზონური ინფექციები – გაციება, გრიპი, შუა ყურის ანთება, ყელის ტკივილი, ასევე, ბავშვთა გადამდები დაავადებები: ქუნთრუშა, წითელა, ყბაყურა.
ტკივილისა და ცხელების სწრაფი რეგულირება
yuris tkivili (Sua yuris anTeba)
ჩვილებს და მცირეწლოვან ბავშვებს ხშირად ემართებათ შუა ყურის ინფექციები (ანთება, ოტიტი). ჩვეულებრივ, ეს ინფექციები უეცრად აღმოცენდება ცხვირის და ყელის არეში წარმოქმნილ ინფექციებთან ერთად. დაავადების გამომწვევი ორგანიზმები (ბაქტერია, ვირუსი) შუა ყურში ხვდება სასმენი ლულის (ევსტაქის მილის) საშუალებით, რომელიც ყურს ყელთან აკავშირებს. სასმენი ლულა უფრო მოკლე, ვიწრო და უფრო ჰორიზონტალურია ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში. ანთების დროს, ეს მილი შუპდება და მისი გამავლობა ქვეითდება, რაც იწვევს გამონადენის შუა ყურში დაგროვებას.
შუა ყურის ანთების ნიშნები
შუა ყურის ინფექციის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია ძლიერი მფეთქავი ტკივილი, რომელიც ბავშვს აღვიძებს. ჩვილები ტკივილს გამოხატავენ მოუსვენრობით და მცირე რაოდენობით სითხის მიღებით. ასევე, მათ შეიძლება ჰქონდეთ ფაღარათი და ცხელება. მკურნალობის გარეშე ინფექცია შეიძლება გავრცელდეს შიგნითა ყურსა და თავის ტვინის მაგარ გარსებზეც.
შესაძლო ღონისძიებები
თუ ბავშვს ზემოთ აღწერილი სიმპტომები აქვს, ის აუცილებლად უნდა აჩვენოთ ექიმს და მას უნდა ჩაუტარდეს ძირითადი ავადმყოფობის მკურნალობა.
ხშირად თანმდევი სიმპტომების – ინტენსიური ტკივილისა და ცხელების შესამცირებლად ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ტკივილისა და ცხელების საწინააღმდეგო სიროფი.
იბუპროფენი ამცირებს ტკივილს, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და აქვეითებს ტემპერატურას.
როგორც მშობელმა, თქვენ ხელი უნდა შეუწყოთ თქვენი შვილის მკურნალობას: ვინაიდან სითბო ტკივილს აყუჩებს, ყურთან მიუტანეთ ანთებული სანათი ან მიადეთ ბოთლი ცხელი წყლით. გაჭედილი ნესტოების სამკურნალო ცხვირის წვეთების გამოყენება ხელს შეუწყობს ევსტაქის მილის გამავლობის აღდგენას და შუა ყურში დაგროვებული გამონადენის ყელში გადადინებას.
ტკივილისა და ცხელების სწრაფი რეგულირება
vaqcinacia
დაავადებისგან დაცვა
ვაქცინაცია გამოიყენება მრავალი სხვადასხვა დაავადების თავიდან ასაცილებლად ბავშვთა ინფექციების ჩათვლით. როდესაც თქვენს პატარას უკეთებენ აცრას, დასუსტებული აქტივობის ვირუსების მცირე რაოდენობა ხვდება ბავშვის სხეულში. ზოგადად, მათ არ შეუძლიათ, ზიანი მიაყენონ ორგანიზმს. თუმცა, ამის შემდეგ იმუნური სისტემა იწყებს უცხო სხეულების წინააღმდეგ ბრძოლას და გამოიმუშავებს ანტისხეულებს და ე.წ. მეხსიერების უჯრედებს. ახლა ის მომზადებულია: როგორც კი სხეულში რეალური ავადმყოფობის გამომწვევი ორგანიზმი მოხვდება, იმუნური სისტემა ცნობს და ამარცხებს მას. მაგრამ ეს ასევე იმასაც ნიშნავს, რომ შესაძლოა, ვაქცინაციის შემდეგ ხანმოკლე დროის განმავლობაში მოიმატოს თქვენი შვილის სხეულის ტემპერატურამ.
ტკივილისა და ცხელების სწრაფი რეგულირება
ტკივილისა და ცხელების სწრაფი რეგულირება
ტკივილისა და ცხელების სწრაფი რეგულირება