როგორი კონცენტრაციითაა ხელმისაწვდომი მიგი® საბავშვო?
მიგი® საბავშვო ხელმისაწვდომია ორგვარი კონცენტრაციით: – 2% = 100 მგ იბუპროფენი/5 მლ, ანუ 20 მგ იბუპროფენი/მლ – 4% = 200 მგ იბუპროფენი/5 მლ, ანუ 40 მგ იბუპროფენი/მლ ორივე პროდუქტში თქვენს მიერ ბავშვისთვის მიცემული აქტიური ნივთიერების რაოდენობა თანაბარია.
რა ასაკიდან შეიძლება ბავშვებში მიგი® საბავშვოს გამოყენება?
მიგი® საბავშვო 2% (100 მგ იბუპროფენი/5 მლ) განკუთვნილია ბავშვებისთვის 6 თვის ასაკიდან (5 კგ წონიდან) 9 წლის ასაკამდე (29 კგ).
მიგი® საბავშვო ფორტე 4% (200 მგ იბუპროფენი/5 მლ) განკუთვნილია ბავშვებისთვის 1 წლის ასაკიდან (10 კგ წონიდან), მოზარდებისთვის და მოზრდილებისათვის
რა სიხშირით უნდა მიიღოთ მიგი® საბავშვო?
მიღების შესატყვისი ინტერვალი უნდა შეირჩეს სიმპტომებისა და მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გათვალისწინებით. მიგი® საბავშვო შეიძლება დღეში 3-ჯერ მიიღოთ დოზირების რეჟიმის შესაბამისად ასაკისა და სხეულის წონის გათვალისწინებით. ((ბმული მიგი® საბვშვო-სთან, ბლოკი 3)). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 6 საათს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას.
რა ხანგრძლივობით შეიძლება მიგი® საბავშვოს გამოყენება?
მიგი® საბავშვო განკუთვნილია მხოლოდ მოკლევადიანი გამოყენებისთვის. თუ სიმპტომები უარესდება ან 3 დღეზე მეტხანს გრძელდება, მიმართეთ ექიმს.
შესაძლებელია თუ არა მიგი® საბავშვოს სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება?
შესაძლებელია, რომ მოხდეს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება. გთხოვთ, წაიკითხოთ შეფუთვაში არსებული წამლის ინსტრუქცია და რჩევისთვის მიმართოთ პედიატრს, თუ თქვენ შვილს უწევს სხვა წამლების მიღებაც.
უნდა იქნას თუ არა მიღებული მიგი® საბავშვო საკვებთან ერთად?
მიგი® საბავშვო შეიძლება დაინიშნოს ჭამის დროს ან მის შემდეგ. „მგრძნობიარე კუჭის“ მქონე ბავშვებისთვის უმჯობესია პრეპარატის ჭამის დროს მიღება.
არსებობს თუ არა მითითებები ინდივიდუალური დოზირების შესახებ?
დიახ. ზუსტი დოზირების შერჩევის გასაადვილებლად, გაეცანით ქვემოთ მოცემულ დოზის სახელმძღვანელოს:
მიგი® საბავშვო 2% (100 მგ იბუპროფენი/5 მლ)
მიგი® საბავშვო: დოზირება დამოკიდებულია სხეულის წონაზე ან ასაკზე; როგორც წესი, ერთჯერადი დოზა არის 7-10 მგ/კგ, ხოლო სადღეღამისო დოზა- 30 მგ/კგ. შესატყვისი გამოყენების ინტერვალი უნდა შეირჩეს სიმპტომებისა და მაქსიმალური სადღეღამისო დოზის შესაბამისად. მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 6 საათს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას.
როგორ შევინახოთ მიგი® საბავშვო გახსნის შემდეგ და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შენახვის დროს?
მიგი® საბავშვო არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. გამოყენების შემდეგ თავი დაახურეთ ბოთლს. ამოიღეთ დგუში შპრიცის კორპუსიდან, გარეცხეთ თბილი წყლით და გააშრეთ. პრეპარატი ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე 6 თვის განმავლობაში.
რა უპირატესობები აქვს მიგი® საბავშვოს?
დამტკიცებულია, რომ მიგი® საბავშვოს აქტიური ნივთიერება, იბუპროფენი, ეფექტიანად ებრძვის ცხელებას და ტკივილს.
მიგი® საბავშვო უზრუნველყოფს ტემპერატურის სწრაფ დაქვეითებას (ეფექტი იწყება დაახლოებით 15 წუთში) და გააჩნია ხანგრძლივი მოქმედება (8 საათამდე). ასევე, ეფექტურია ძალიან მაღალი ტემპერატურის დროსაც.
დამატებით, იბუპროფენი ამცირებს ტკივილს და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ძირითადად, მიგი® საბავშვო კარგი ასატანია, აქვს მარწყვის გემო, რაც უადვილებს ბავშვებს პრეპარატის მიღებას,
მიგი® საბავშვოს თან ახლავს მარტივი მოწყობილობა, რომლითაც ადვილია ზუსტი დოზირება. მიგი® საბავშვო არ შეიცავს შაქარს, საღებავებს და ალკოჰოლს.
არსებობს თუ არა ალერგიის ან პრეპარატის აუტანლობის რისკი მიგი® საბავშვოს გამოყენების შემდეგ?
მომატებული მგრძნობელობით განპირობებული გამოვლინებები, როგორიცაა კანის გამონაყარი ან ასთმის შეტევები, იშვიათია ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების, ე.წ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების დროს, რომელთაც იბუპროფენიც მიეკუთვნება. თუ ეს სიმპტომები იჩენს თავს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.